ბრიტანელი პარლამენტარი, ჯეიმს მაკკლირი BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტს ეხმიანება.
მისი თქმით, ქართულ დემოკრატიას მხარი უნდა დაუჭირონ.
ეს ნამდვილად შოკისმომგვრელი ამბავია საქართველოდან.
ისინი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებენ
ისინი რუსული აგრესიისა და ავტორიტარიზმის წინა ხაზზე არიან.
ვლადიმერ პუტინს არ შეუძლია თავისი მიზნის მიღწევა, ჩვენ უნდა დავიცვათ ქართული დემოკრატია.", - წერს ჯეიმს მაკკლირი X-ზე.
შეგახსენებთ, გამოცემა BBC-იმ გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში დეონსტრანტების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს. BBC-ის ინფორმაციით, მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. როგორც BBC წერს, “საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს - მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას უჩიოდნენ, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.