კიდევ ერთხელ გიდასტურებთ და ბატონმა მინისტრმაც აღნიშნა, რომ არანაირი „კამიტი“ შსს-ს არ შეუძენია, არ გამოუყენებია და ვერც გამოიყენებდა იმიტომ, რომ ასეთი არც არსებობს ჩვენს სარგებლობაში. რაც შეეხება კონკრეტულად, რა ნივთიერება იყო, ამაზე ჩვენ არ დავასწრებთ მოვლენებს, მიმდინარეობს გამოძიება, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოება ნახავს, რომ არაფერი ისეთი ნივთიერება არ იყო გამოყენებული, რომელსაც მსგავს შემთხვევებში, რომელიმე ევროპული ან ამერიკული პოლიცია არ იყენებს.
მისი თქმით, BBC-ის სიუჟეტში მოყვანილი ფაქტები არის მხოლოდ ჟურნალისტის ვარაუდები და არცერთ კონკრეტულ მტკიცებულებას არ ეყრდნობა.
„როდესაც სახეზეა მასობრივი არეულობა, ტოტალური თავდასხმები პოლიციაზე, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, საქართველოს პარლამენტზე შტურმი, 171 პოლიციელი შავდება, ისვრიან „მოლოტოვის კოქტეილებს“, ფეიერვერკების წვიმას, ადამიანები და პოლიციები შავდებიან აქციის „მშვიდობიანი მომიტინგეებისგან“, ამ შემთხვევაში, პოლიციას არათუ უფლება, არამედ აქვს ვალდებულება გამოიყენოს კანოთ გათვალისწინებული ის სპეციალური საშუალებები, რაც არის ჩამოთვლილი: წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, ფიზიკური ძალა და სხვა საშუალებები, რისი ჩამონათვალიც კანონში ამომწურავად არის მითითებული.
ჩვენ გვაქვს ყველა დოკუმენტი და ბატონმა მინისტრმაც განმარტა, რომ ყველა საშუალება, რაც იყო გამოყენებული, ამ შემთხვევაში იყო შესაბამისი სტანდარტების. ყველა ის დოკუმენტი, რომელიც გამოძიებისთვის იქნება საინტერესო და რელევანტური, იქნება წარდგენილი გამოძიების წინაშე. შსს და პოლიცია იყენებს ყველა იმ საშუალებას, რაც არის კანონით გათვალისწინებული და იმ სტანდარტების შესაბამისი...
რაც შეეხება კონკრეტულ ნივთიერებას, აღნიშნულზე მიმდინარეობს გამოძიება. ყველა საჭირო მტკიცებულება, რომელიც აინტერესებს საზოგადოებას და თითქოს ის ფაქტი, რომ რაც ჟურნალისტის ვარაუდებს ეყრდნობა და საუბარი იმაზე, რომ თითქოსდა იყო გამოყენებული "კამიტი" არის მტკნარი სიცრუე, არ ყოფილა გამოყენებული,იმიტომ, რომ ასეთი არც არსებობს ჩვენს სარგებლობაში. რაც შეეხება კონკრეტულად, რა ნივთიერება იყო, რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ არ დავასწრებთ მოვლენებს, მიმდინარეობს გამოძიება და საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი. ამ შემთხვევაში, ნახავს, რომ იქ არაფერი ისეთი ნივთიერება არ იყო გამოყენებული, რომელსაც რომელიმე ევროპული ან ამერიკული პოლიცია არ იყენებს მსგავს შემთხვევებში.“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.