გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის ფედერაციისგან მოითხოვს დაუყოვნებლივ და ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უკრაინას დაუბრუნოს ყველა უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვი.
„გენერალური ასამბლეა... მოითხოვს, რომ რუსეთის ფედერაციამ უზრუნველყოს უკანონოდ გადაადგილებული ან დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დაუყოვნებლივი, უსაფრთხო და უპირობო დაბრუნება; მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს იძულებითი გადაადგილების, დეპორტაციის, ბავშვების ოჯახებისა და კანონიერი მეურვეებისგან გაყოფის, პირადი სტატუსის შეცვლის, მათ შორის მოქალაქეობის, შვილად აყვანის ან მინდობით ოჯახებში განთავსების გზით და უკრაინელი ბავშვების ინდოქტრინაციის ნებისმიერი შემდგომი პრაქტიკა,“ - აღნიშნულია რეზოლუციაში.
დოკუმენტს მხარი 91-მა ქვეყანამ დაუჭირა. 12-მა სახელმწიფომ წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო კიდევ 57-მა თავი შეიკავა.
რეზოლუციას 91-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, მათ შორის, საქართველომ. რეზოლუციის მხარდამჭერებს შორის არიან აშშ, კანადა, გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი. წინააღმდეგ ხმა მისცა 12-მა ქვეყანამ, ხოლო 57-მა თავი შეიკავა.
რუსეთის გარდა, რეზოლუციას წინააღმდეგ ხმა მისცეს ბელარუსმა, ირანმა, ნიკარაგუამ, კუბამ, ერითრეამ, მალიმ და კიდევ რამდენიმე სახელმწიფომ. ხმის მიცემისგან თავი შეიკავა ორმოცდაშვიდმა ქვეყანამ, მათ შორის ჩინეთმა, ინდოეთმა, ბრაზილიამ, სომხეთმა, ყაზახეთმა, ყირგიზეთმა, უზბეკეთმა, ეგვიპტემ, კატარმა და პაკისტანმა.