უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის „სამშვიდობო გეგმის“ კონტექსტში სამი საკითხი იწვევს ყველაზე დიდ დისკუსიას.
ზელენსკიმ ამის შესახებ პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ შეთავაზებული „სამშვიდობო გეგმის“ განხილვა „პროცესია, რომელიც ჯერ არ დასრულებულა“.
„გულწრფელად გეტყვით, ტერიტორიების საკითხი ყველაზე რთულია. აღდგენისთვის თანხის საკითხი - ჩემი აზრით, ევროპელი პარტნიორების გარეშე მარტივი არ არის და რთულია, რადგან ფული ევროპაშია. და უსაფრთხოების გარანტიების საკითხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კონკრეტულად ამერიკის შეერთებული შტატების, კონკრეტულად ევროპის მხრიდან“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
„ანუ, მე ვიტყოდი, რომ ეს არის სამი მთავარი თემა და აქ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“, - თქვა მან.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინის მომლაპარაკებელტა დელეგაციას გუნდებს და დასძინა, რომ „გეგმა უკეთესად გამოიყურება“.