უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრიი ერმაკმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, ერმაკის გადადგომის შედეგად ცვლილებები იგეგმება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
„რუსეთს ნამდვილად სურს, რომ უკრაინამ შეცდომები დაუშვას. ჩვენი მხრიდან შეცდომები არ იქნება. მე არ მსურს, რომ ჩვენს პარტნიორებს კითხვები ჰქონდეთ უკრაინასთან მიმართებით. გადაწყვეტილება მიღებულია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, დღეს უკრაინის ანტიკორუფციულმა სააგენტოებმა ერმაკის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. ერმაკის თქმით, ის სრულად თანამშრომლობს გამომძიებლებთან.