რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ის უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების აზრს არა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, არამედ „მთავარ საერთაშორისო მოთამაშეებთან“ ხედავს.
„რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს საბოლოოდ მივაღწიოთ შეთანხმებას უკრაინასთან. მაგრამ ახლა ეს უბრალოდ პრაქტიკულად შეუძლებელია, იურიდიულად შეუძლებელია...
ვისაც შეუძლია და სურს, აწარმოოს მათთან მოლაპარაკება.
ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები აღიარებულ იქნას ძირითადი საერთაშორისო მოთამაშეების მიერ“, - განაცხადა პუტინმა.
პუტინი აცხადებს, რომ „უკრაინის ხელმძღვანელობასთან დოკუმენტებზე ხელმოწერა აზრს მოკლებულია“.
„მე მჯერა, რომ უკრაინის ხელმძღვანელობამ დაუშვა ფუნდამენტური, სტრატეგიული შეცდომა, როდესაც შეეშინდა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის, რის შემდეგაც პრეზიდენტმა დაკარგა ლეგიტიმური სტატუსი,“ - განაცხადა პუტინმა.