რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე კიდევ ერთი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს.
ზაპოროჟიეს ოლქში, ზელენი გაის დასავლეთით, მათ უკრაინის თავდაცვის ძალების ხუთი ტყვე ჯარისკაცი დახვრიტეს.
ამის შესახებ უკრაინული მონიტორინგის პროექტი DeepState იტყობინება.
მათ Telegram-არხზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მტერი კვლავაც უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას.
„არსებული ინფორმაციის თანახმად, მტერმა ბიჭები ტყეში შეიპყრო, რიგში დააყენა და დაკითხვის შემდეგ დახვრიტა“, - ნათქვამია განცხადებაში.