რუმინეთში, უკრაინისა და მოლდოვის საზღვრებთან ახლოს რუსული დრონი იპოვეს, რომელიც ქვეყანაში სამშაბათს ღამით შეფრინდა. ამის შესახებ რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა იონუც მოშტიანუმ განაცხადა.
დრონი ვასლუის ოლქში აღმოაჩინეს, რომელიც მოლდოვის დასავლეთ საზღვარს ესაზღვრება და უკრაინის საზღვრიდან საკმაოდ შორს მდებარეობს.
„ჩვენ გვაქვს რუსული დრონების კიდევ ერთი შემოჭრა, რუსეთის მხრიდან რუმინეთისთვის ახალი გამოწვევა. დრონი, რომლის ჩამოგდებაც რუმინეთის სამხედროებმა და გერმანულმა Eurofighter-ებმა სცადეს“, - თქვა მოშტიანუმ. მინისტრის თქმით, მისთვის ცნობილია, რომ დრონი ქობინის გარეშე იყო.
მოშტიანუმ აღნიშნა, რომ რუმინელ და გერმანელ პილოტებს, დრონის ცამოგდების ნებართვა ჰქონდათ, თუმცა გადაწყვიტეს, რომ მისთვის ცეცხლი არ გაეხსნათ თანმხლები ზიანის მნიშვნელოვანი რისკის გამო.
მინისტრმა დასძინა, რომ რუმინეთი მალე მიიღებს ახალ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს, რაც მას ასეთ სიტუაციებზე უკეთ რეაგირებაში დაეხმარება.
შეგახსენებთ, დღეს 6-მა რუსულმა დრონმა მოლდოვის საჰაერო საზღვარიც გადაკვეთა.