ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შედეგად, ამერიკის პრეზიდნტის, დონალდ ტრამპის გუნდის მიერ შემუშავებულ სამშვიდობო გეგმის ვერსიაში ცვლილებები შევიდა და მასში პუნქტების რაოდენობა 28-დან 19-მდე შემცირდა.
ამის შესახებ Financial Times იუწყება.
ანონიმურმა წყაროებმა გამოცემას განუცხადეს, რომ 23 ნოემბრის მოლაპარაკებების შემდეგ, საწყისი გეგმა 28 პუნქტიდან 19-მდე შემცირდა.
თანამოსაუბრეებს დეტალურად არ განუხილავთ, თუ რომელი პუნქტები ამოიღეს.
გამოცემა ასევე იუწყება, რომ ამ კვირაში მოსალოდნელია შემდგომი შეხვედრები საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ასევე შესაძლოა, პოლონეთის, ფინეთის წარმომადგენლების ნატო-ს გენერალური მდივნის მონაწილეობით.
„ჩვენ ვცდილობთ შევთავაზოთ ისეთი რამ, რაც საპასუხო შეთავაზება იქნება“, - განაცხადა ევროპელმა დიპლომატმა.
შეგახსენებთ, რომ კვირას, 23 ნოემბერს, ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ განაცხადეს, რომ შეიმუშავეს „განახლებული“ სამშვიდობო დოკუმენტი.