აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში „რაღაც კარგი“ ხდება.
ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ში წერს.
„მართლა შესაძლებელია თუ არა მნიშვნელოვანი პროგრესი რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში? არ დაიჯეროთ, ვიდრე არ ნახავთ, მაგრამ შესაძლოა, ბოლოს და ბოლოს, რაღაც კარგი მაინც ხდება. ღმერთმა დალოცოს ამერიკა!“ - წერს ტრამპი