ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ აშშ-ის წინადადებები შესაძლოა, მოიცავდეს რიგ ელემენტებს, რომლებიც ეფუძნება უკრაინის ხედვას და კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის ეროვნული ინტერესებისთვის.
„უკრაინის დელეგაცია დღეს ჟენევაში მუშაობს ომის დასრულების, მშვიდობის აღდგენისა და გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ქმედითი გადაწყვეტილებების მოსაძებნად.
გუნდისგან უკვე გაკეთდა მოკლე ანგარიშები პირველი შეხვედრებისა და საუბრების შედეგების შესახებ.
ამ ეტაპზე არსებობს ურთიერთგაგება, რომ ამერიკულ წინადადებებში შეიძლება გათვალისწინებულ იქნას რიგი ელემენტები, რომლებიც უკრაინულ ხედვას ეფუძნება და უკრაინის ეროვნული ინტერესებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
გრძელდება შემდგომი მუშაობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა ელემენტი ნამდვილად ეფექტური იყოს ჩვენი ხალხის მიერ დასახული მთავარი მიზნის მისაღწევად - სისხლისღვრისა და ომის საბოლოოდ დასრულებისთვის,“ - წერს ზელენსკი.