შვეიცარიაში უკრაინული და ამერიკული გუნდები, ასევე ჩვენი ევროპელი პარტნიორების გუნდები მჭიდრო კონტაქტში არიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.
"ამჟამად, ომის დასრულების ნაბიჯებზე მომუშავე ჯგუფები შვეიცარიაში ხვდებიან ერთმანეთს. კარგია, რომ დიპლომატია განახლდა და საუბარი შეიძლება კონსტრუქციული იყოს. უკრაინული და ამერიკული გუნდები, ასევე ჩვენი ევროპელი პარტნიორების გუნდები მჭიდრო კონტაქტში არიან და იმედი მაქვს, რომ შედეგი იქნება. სისხლისღვრა უნდა შეწყდეს და ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ომი აღარასდროს განახლდეს. ველოდები დღევანდელი მოლაპარაკებების შედეგებს და იმედი მაქვს, რომ ყველა მონაწილე კონსტრუქციული იქნება. ყველას გვჭირდება დადებითი შედეგი", - წერს ზელენსკი.