ტერნოპილში რუსული დარტყმების დროს მრავალსართულიანი სახლის ნგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 34-მდე გაიზარდა.
ინფორმაციას ტერნოპილის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ტარას პასტუხი ავრცელებს.
„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ 34 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 33 უკვე იდენტიფიცირებულია“, - განაცხადა პასტუხმა.
მისი თქმით, მიმდინარეობს ერთი დაღუპულის იდენტიფიცირება.
პასტუხმა აღნიშნა, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები სახლის განადგურებისას გამოყენებული იარაღის მტკიცებულებების დადგენაზე მუშაობენ. წინასწარი ვარაუდით, ეს რუსული Х-101-ის რაკეტა იყო.
მან დასძინა, რომ მოსალოდნელია, რომ სხვა დაკარგულად მიჩნეული ადამიანების - ორი კაცის, სამი ქალის და ერთი ბავშვის - ნეშტებიც იპოვონ. მისი თქმით, არსებობს შესაძლებლობა, რომ რაკეტამ სხეულის ყველა ფრაგმენტი გაანადგურა და მათი პოვნა შეუძლებელი იქნება.
ოთხშაბათს, 19 ნოემბერს, ღამით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ახალი მასშტაბური საჰაერო დარტყმები განახორციელა. სამიზნე ქალაქებს შორის იყვნენ ხარკოვი, ლვოვი და ტერნოპილი.