უკრაინის დელეგაციამ ჟენევაში მუშაობა დაიწყო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრიი ერმაკი სოციალურ ქსელში წერს.
„უკრაინის დელეგაციამ, რომელიც პრეზიდენტმა ზელენსკიმ შეარჩია, ჟენევაში მუშაობა დაიწყო.
პირველი შეხვედრა გაიმართა გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებთან: ჯონათან პაუელთან, ემანუელ ბონესთან და გიუნტერ საუტერთან.
შემდეგი შეხვედრა აშშ-ის დელეგაციასთანაა. ჩვენ ძალიან კონსტრუქციული განწყობა გვაქვს.
საერთო ჯამში, დღეს სხვადასხვა ფორმატში შეხვედრების სერიაა დაგეგმილი. ჩვენ ვაგრძელებთ ერთად მუშაობას უკრაინისთვის ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად“, წერს ერმაკი.