საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს და უკრაინა არასდროს არ უნდა იყოს დაუცველი. მან მხარდაჭერა გამოუცხადა აშშ-ის ძალისხმევას უკრაინაში მშვიდობის დამყარების მიმართულებით და ხაზი გაუსვა 28-პუნქტიანი გეგმის გაძლიერების აუცილებლობას, ასევე კიევთან და ვაშინგტონთან კოორდინაციის მნიშვნელობას.
„ჩვენს ევროპელ და G7 -ის პარტნიორებთან ერთად, მივესალმებით შეერთებული შტატების ძალისხმევას უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად. ეს ერთ რამეზე მეტყველებს: ყველას მშვიდობა სურს, რუსეთის გარდა, რომელიც ჯიუტად აგრძელებს უკრაინის დაბომბვას“, - წერს მაკრონი სოციალურ ქსელ X-ში.
მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 28-პუნქტიანი გეგმა უნდა გაძლიერდეს და ევროკავშირთან ან ნატო-სთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება მათი წევრების მიერ უნდა შეთანხმდეს.
მან დასძინა: „საზღვრები არ უნდა შეიცვალოს ძალის გამოყენებით და უკრაინა არასდროს არ უნდა დარჩეს დაუცველი. ევროკავშირთან ან ნატო-სთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება მათი წევრების მიერ უნდა იყოს დამტკიცებული,“ - აღნიშნა მაკრონმა.