შაბათს საღამოს რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეზე იერიში მიიტანეს, დაშავდა სულ მცირე ხუთი ადამიანი.
ამის შესახებ ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფიოდოროვმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, დაშავებულთა შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა.
„მტერმა კვლავ დაბომბა რეგიონული ცენტრი. დაზიანდა მაღაზია და ახლომდებარე სახლები. ყველა დაზარალებული უკვე იღებს დახმარებას“ აღნიშნა ფიოდოროვმა.