ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც შეიწყალა უკრაინის 31 მოქალაქე, რომლებიც ქავეყანაში სისხლის სამართლის დანაშაულისთვის იხდიდნენ სასჯელს.
ამის შესახებ ლუკაშენკას პრესმდივანმა, ნატალია ეისმონტმა განაცხადა.
„აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას შორის მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში, უკრაინული მხარის მოთხოვნით, უკრაინის 31 მოქალაქე შეიწყალეს,“ - განაცხადა ეისმონტმა.
პრესმდივანმა განმარტა, რომ შეწყალებული პატიმრების უკრაინული მხარისთვის გადაცემის პროცესი ამჟამად მიმდინარეობს.
ბელარუსული მხარის განცხადებით, ეს ნაბიჯი წარმოდგენილია, როგორც კეთილი ნების ჟესტი, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში კონფლიქტის მოგვარების პირობების შექმნას.