უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებთან აშშ-ის „სამშვიდობო გეგმასთან“ დაკავშირებით გამართული საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
პარასკევს, 21 ნოემბერს, ზელენსკიმ ერთობლივი საუბარი გამართა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან.
საუბრის დროს მათ უკრაინისა და მთელი ევროპისთვის სამშვიდობო გეგმა განიხილეს.
„ჩვენ ვაფასებთ შეერთებული შტატების, პრეზიდენტ ტრამპისა და მისი გუნდის ძალისხმევას ამ ომის დასასრულებლად. ჩვენ ვმუშაობთ ამერიკული მხარის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე. ეს უნდა იყოს გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს რეალურ და ღირსეულ მშვიდობას“, - თქვა მან.
ზელენსკიმ აღნიშნა მჭიდრო კოორდინაცია იმის უზრუნველსაყოფად, რომ „ფუნდამენტური პოზიციები გათვალისწინებული იყოს“.
„ჩვენ შევთანხმდით შემდეგ ნაბიჯებზე და შევთანხმდით, რომ შესაბამისი დონის გუნდები ერთად იმუშავებენ“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.