ნატო-ში აშშ-ის ელჩმა მეთიუ უიტაკერმა განაცხადა, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა მოსკოვის მიმართ „უფრო აგრესიული“ პოზიცია უნდა დაიკავონ. ამის შესახებ Bloomberg წერს.
უიტაკერის თქმით, მათ უნდა განაგრძონ გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სამხედრო მოქმედებების დასაფინანსებლად გამოყენების გეგმების განხორციელება.
მეთიუ უიტაკერმა განაცხადა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი კიევის ეკონომიკური და სამხედრო დაფინანსების კუთხით.
„მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ასევე ახალ ნაბიჯს ნიშნავს - უფრო აგრესიულ ევროპულ პოლიტიკას. ახლა დროა, გაბედულად ვიმოქმედოთ“, - თქვა მან.
აღნიშნულია, რომ ევროკავშირი ცდილობს შეთანხმებას მიაღწიოს გეგმაზე, რომლის მიხედვითაც გაყინული აქტივები უკრაინისთვის სესხის დაფინანსების უზრუნველსაყოფად იქნება გამოყენებული.