ფორუმის მიზანი თუ ევროკავშირის გაფართოებაა, მაშინ რატომ არ უნდა იყოს მიწვეული ქვეყანა, რომელიც რეფორმების გატარების და საუკეთესო პრინციპების დანერგვის ერთ-ერთი ფლაგმანია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმაგანაცხადა.
„ევროკავშირს გაფართოება რეალურად თუ სურს, საქართველო იმ უნიკალური შესაძლებობების ქვეყანაა, რომელმაც წლების მანძილზე ბევრი გააკეთა, რომ კანდიდატ ქვეყნებს შორის საუკეთესო გამხდარიყო და ევროკავშირის მასშტაბით, სხვადასხვა მიმართულებით წამყვანი ყოფილიყო, მათ შორის ეკონომიკური ზრდით, კორუფციასთან ბრძოლით და ა.შ. ფორუმის მიზანი თუ ევროკავშირის გაფართოებაა, მაშინ რატომ არ უნდა იყოს მიწვეული ქვეყანა, რომელიც რეფორმების გატარების და საუკეთესო პრინციპების დანერგვის ერთ-ერთი ფლაგმანია. ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი ახსნა აქვს, მიკერძოვებული მიდგომა და საქართველოს პოლიტიკური დასჯის სურვილია. ნებისმიერმა ქართველმა იცის, წლებია, საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ“, – პირველი არხის ცნობით, განაცხადა ნინო წილოსანმა.