რუსებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ხარკოვის ოლქის ქალაქ ბერესტინზე, დაიღუპა 17 წლის გოგონა, დაშავებულია კიდევ 9 ადამიანი . მათ შორის ერთი არასრულოვანი.
ინფორმაციას ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეჰ სინეგუბოვი ავრცელებს.
„17 წლის გოგონა, რომელიც ქალაქ ბერესტინზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად მძიმედ დაიჭრა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ცნობილია, რომ ცხრა ადამიანი დაშავდა, რომელთაგან შვიდი აფეთქების შედეგად მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - წერს სინეგუბოვი.
ადგილზე სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ჯგუფები მუშაობენ.