The New York Times-ის ცნობით, აშშ-ის ფედერალური ხელისუფლებას ილინოისის შტატის ქალაქ ჩიკაგოდან და ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდიდან ეროვნული გვარდია ნაწილობრივ გაჰყავს.
როგორც გამოცემა აშშ-ის ადმინისტრაციის ორ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, პენტაგონმა გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ეროვნული გვარდიის რამდენიმე შტატში განლაგებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ მიიღო.
პენტაგონის თანახმად, პორტლენდში გაგზავნილი კალიფორნიის ეროვნული გვარდიის 200 ჯარისკაცი, ჩიკაგოში გაგზავნილი ტეხასის ეროვნული გვარდიის 200 ჯარისკაცი და ჩიკაგოში გაგზავნილი ტეხასის ეროვნული გვარდიის 200 ჯარისკაცი მშობლიურ შტატებში დაბრუნდებიან.
ილინოისის გუბერნატორის, ჯეი რობერტ პრიცკერის წარმომადგენელმა, Reuters-სგანუცხადა, რომ შტატს ფედერალური მთავრობისგან ჯარების გაყვანის შესახებ ინფორმაცია არ მიუღია.
პენტაგონმა და ორეგონის გუბერნატორის წარმომადგენელმა გამოცემასთან კომენტარის არ გააკეთეს.
სექტემბრის ბოლოს ტრამპმა პორტლენდში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა, რის მიზეზადაც მოძრაობა „ანტიფას“ მხარდამჭერების და „სხვა ადგილობრივი ტერორისტების“ მიერ იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურის ობიექტებისთვის „ალყაში“ მოქცევა დაასახელა.
მან პორტლენდი „ომით განადგურებულ ქალაქად“ მოიხსენია. ოქტომბრის დასაწყისში ტრამპმა ჩიკაგოში 300 ეროვნული გვარდიის ჯარისკაცი განალაგა ფედერალური თანამშრომლებისა და ქონების დასაცავად.
ტრამპმა ასევე განალაგა ეროვნული გვარდია დემოკრატების მიერ კონტროლირებად სხვა ქალაქებში, მათ შორის ლოს ანჯელესში, ვაშინგტონსა და მემფისში.
მან აღნიშნა, რომ იმიგრაციის სამსახურის თანამშრომლების მუშაობას აქტივისტები და მომიტინგეები ხელს უშლიდნენ.
რამდენიმე შტატისა და ქალაქის ოფიციალურმა პირმა ეროვნული გვარდიის განლაგების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. მათი განცხადებით, ტრამპის ქმედებები არღვევს კონსტიტუციას და შტატების უფლებებს.