უკრაინის თავდაცვის ძალების დანაყოფებმა სამარის ოლქში, ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ამ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წლიური გადამუშავების მოცულობა 8.8 მილიონი ტონაა.
აღნიშნულია, რომ კომპანია 20-ზე მეტ სახის კომერციულ პროდუქტს აწარმოებს.
ქარხანა რუსეთის საოკუპაციო არმიის მომარაგებით არის დაკავებული და რეაქტიული ძრავებისთვის პრემიუმ კლასის საწვავის ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია.
„სამიზნე ტერიტორიაზე აფეთქებები და ხანძარი დაფიქსირდა. ზარალის მასშტაბები დგინდება.
გარდა ამისა, დაიბომბა „რუბიკონის“ კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატების საწყობი და დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე საწვავისა და საპოხი მასალების სატუმბი სადგური“, - ნათქვამია განცხადებაში.
გენერალურმა შტაბმა ასევე განაცხადა, რომ რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაზიანების შედეგები დაზუსტდა: დაზიანდა ELOU-AVT-4 და ELOU-AVT-6 ნავთობგადამამუშავებელი ბლოკები, ნავთობპროდუქტების შესანახი ავზი და მილსადენის ესტაკადა.