არგენტინაში, ბუენოს აირესის გარეუბანში, სპეგაცინის ინდუსტრიულ პარკში ძლიერი აფეთქება მოხდა.
ამ დროისთვის ინფორმაცია სულ მცირე 24 დაშავებულის შესახებ ვრცელდება.
სპეგაცინის სამრეწველო კომპლექსი არგენტინაში მდებარე ტერიტორიაა, სადაც ნავთობქიმიური ქარხნები ღია, შემოუსაზღვრავ ადგილებში ფუნქციონირებენ.
„ვცდილობთ, სიტუაცია კონტროლს დავუქვემდებაროთ, მაგრამ ვერ ვახერხებთ. ხანძარი ძალიან ძლიერია.“
აფეთქებამ კომპლექსში არსებულ რამდენიმე ბიზნესს ზიანი მიაყენა“, - განაცხადა ადგილორბივი ხელისუფლების წარმომადგენელმა.
ცნობილია, რომ ხანძარმა სულ მცირე ხუთი შენობა დააზიანა. შემთხვევის ადგილიდან გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ხანძარი დიდ ფართობს მოიცავს და კვამლის სქელი ღრუბლები ამოდის.
აფეთქების ხმა ესეისას აეროპორტშიც გაისმა, თუმცა ამ დროისთვის რეისების შესრულება არ შეფერხებულა.