თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა იბრაჰიმ იუმაქლიმ განაცხადა, რომ ხორვატიაში ხუთშაბათს გაუჩინარებული სახანძრო თვითმფრინავის ნამსხვრევები იპოვეს. ამის შესახებ Anadolu იუწყება.
თურქეთის სატყეო მეურნეობის გენერალურმა სამმართველომ გუშინ ხორვატიაში დაგეგმილი ტექნიკური მომსახურებისთვის ორი AT802 ტიპის თვითმფრინავი გაგზავნა.
უამინდობის გამო, თვითმფრინავები ზაგრებში ვერ ჩავიდნენ და იძულებული გახდნენ რიეკის აეროპორტში დაბრუნებულიყვნენ.
ხუთშაბათს ერთ-ერთ მათგანთან კავშირი დაიკარგა.
იუმაქლის თქმით, ჩამოვარდნილი თვითმფრინავი ხორვატიის ქალაქ სენისთან ახლოს იპოვეს. მისი ცნობით, პილოტი დაიღუპა.