დღევანდელი პროდუქტიული შეხვედრისთვის, მარკო რუბიოს მადლიერი ვარ. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ჩვენი კომპასი ერთსა და იმავე მიმართულებას აჩვენებს, - ამის შესახებ სოვიალურ ქსელში ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კიასტუტის ბუდრისი წერს.
„შეერთებულ შტატებსა და ლიეტუვას შორის სტრატეგიული პარტნიორობა ურყევია.
მარკო რუბიოს მადლიერი ვარ, დღევანდელი პროდუქტიული შეხვედრისთვის, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი კომპასი ერთსა და იმავე მიმართულებას აჩვენებს: ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისკენ.
მადლობა გადავუხადე მდივან რუბიოს ლიეტუვაში ამერიკული ჯარების ყოფნისთვის, რაც რუსეთისთვის შემაკავებელი მნიშვნელოვანი ფაქტორი და მოკავშირეთა ერთიანობის ძლიერი სიმბოლოა.
ლიეტუვა მზადაა და ერთგულია, გააღრმავოს ორმხრივი თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და ეკონომიკის სფეროებში.
ერთად ჩვენ ურყევად ვუჭერთ მხარს უკრაინას“, - წერს მინისტრი.