თეთრ სახლში უარყოფენ მედიაში გავრცელებული ინფორმაციას, რომ თითქოსდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, სამუშაო სიტყვით გამოსვლის დროს ეძინა. ამის შესახებ CNN იუწყება.
სოციალურ მედიაში სწრაფად გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს ტრამპი როგორ ხუჭავს თვალებს.
ტრამპი მიმდინარე კვირაში მონაწილეობდა წონის კლების პოპულარული პრეპარატების ფასების შემცირების განხილვაში, რომელიც ოვალურ კაბინეტში გაიმართა. ზოგიერთ გავრცელებულ კადრში ჩანს ტრამპს განცხადების გაკეთებისას თვალები დახუჭული აქვს, ზოგ კადრში კი თვალებს ძლივს ახელს.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა ტეილორ როჯერსმა განაცხადა, რომ პრეზიდენტს არ ეძინა.
„სინამდვილეში, მან მთელი ღონისძიების განმავლობაში ისაუბრა და ამ განცხადების დროს ჟურნალისტების მრავალ კითხვას უპასუხა (...)
პრეზიდენტ ტრამპის ეს განცხადება მნიშვნელოვან თანხას და უამრავ ამერიკელ სიცოცხლეს გადაარჩენს, თუმცა ლიბერალური მედია, რომელიც წარუმატებელია, ამ მოვლენის გაშუქების ნაცვლად სისულელის გავრცელებას ცდილობს,“ - განაცხადა როჯერსმა.