სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა, შეერთებულ შტატებში რამდენიმედღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა.
მედიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, სირიის ლიდერმა მონაწილეობა მიიღო არაფორმალურ სპორტულ ღონისძიებაში, სადაც ამერიკული სამხედრო სტრუქტურების ხელმძღვანელობასთან ერთად კალათბურთი ითამაშა.
თამაშში მონაწილეობდნენ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ხელმძღვანელი ბრედ კუპერი და ერაყში "ისლამური სახელმიწფოს“ წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშორისო კოალიციის მეთაური კევინ ლამბერტი.
სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ კადრებში თამაშის მონაწილეებს შორის მეგობრული კომუნიკაციის მომენტია აღბეჭდილი.
ვიდეო სრულდება იმით, რომ ალ-შარაა ხელს ართმევს გენერალ ლამბერტს და მეგობრულად ხელს მხარზე უთათუნებს.
სირიის პრეზიდენტი ვაშინგტონში ამერიკის ლიდერს, დონალდ ტრამპს შეხვდება.