კვირას, ფილიპინების ხელისუფლებამ სუპერტაიფუნ „ფუნგ ვონგის“ მოახლოების გამო, ქვეყნის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ რეგიონებიდან 100 000-ზე მეტი ადამიანის ფართომასშტაბიანი ევაკუაცია დაიწყო.
ქვეყნის მასშტაბით შტორმის შესახებ გაფრთხილება გამოცხადდა. ზოგიერთ პროვინციაში კი განგაშის უმაღლესი, მე-5 დონეა გამოცხადებული. ამის შესახებ Reuters იუწყება.
მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, სუპერტაიფუნ „ფუნგ ვონგს“ 185 კმ/სთ-ისსიჩქარის მუდმივი ქარი ახასიათებს, ხოლო ნაკადები 230 კმ/სთ-ს აღწევს. მოსალოდნელია, რომ ქარიშხალი ხმელეთს ადგილობრივი დროით კვირა საღამოს მიაღწევს.
ლუსონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, განსაკუთრებით კატანდუანესის პროვინციასა და კამარინეს-ნორტესა და კამარინეს-სურის სანაპირო რაიონებში, განგაშის უმაღლესი, მე-5 დონე გამოცხადდა.
მოახლოებული სტიქიური უბედურების შედეგები უკვე იგრძნობა მთელ ქვეყანაში. სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა 300-ზე მეტი შიდა და საერთაშორისო რეისის გაუქმების შესახებ განაცხადა.
სიტუაციას ის ფაქტი ართულებს, რომ ფილიპინებმა ჯერ კიდევ ვერ აღიდგინა ძალები წინა სტიქიური უბედურების მიერ გამოწვეული შედეგების გამო. რამდენიემ დღის წინა ქვეყანას ტაიფუნი „კალმაეგი“ დაატყდა თავს, რომელმაც 204 ადამიანი იმსხვერპლა და ვიეტნამისკენ გადასვლამდე მნიშვნელოვანი ნგრევა გამოიწვია.
ვიეტნამში კი ტაიფუნმა კიდევ ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და სანაპირო დასახლებები გაანადგურა.