უკრაინის ელჩმა შეერთებულ შტატებში, ოლჰა სტეფანიშინამ განაცხადა, რომ უკრაინა აშშ-სთან Tomahawk-ის რაკეტების და სხვა შორი მოქმედების იარაღის შეძენაზე პოზიტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. იუწყება Bloomberg
„განხილვები კვლავ მიმდინარეობს, თუმცა ჩვენ გვყავს მრავალი დელეგაცია, რომლებიც მუშაობენ ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსების გაზრდაზე, რათა შეერთებული შტატებისგან უფრო დიდი სამხედრო შესაძლებლობები შევიძინოთ. ეს მხოლოდ Tomahawk-ი არ არის, არამედ სხვადასხვა ტიპის შორი და მოკლე რადიუსის რაკეტებიც და მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს საკმაოდ პოზიტიურია,“ - განაცხადა სტეფანიშინამ.
ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების შესახებ დასმულ შეკითხვაზე სტეფანიშინამ უპასუხა: „ეს, რა თქმა უნდა, ძალიან რთული პერიოდია უკრაინისთვის“.
ელჩმა აღნიშნა, რომ უკრაინა მუშაობს „მეტი საჰაერო თავდაცვის საშუალებების“ მისაღებად.
მან დასძინა, რომ რუსეთზე ზეწოლაზე ნებისმიერი უარი აღიქმება, როგორც „რაღაც, რაც მათ (რუსებს) მწვანე შუქს აძლევს საკუთარი შესაძლებლობების გასაძლიერებლად“.
ტრამპმა 3 ნოემბერს განაცხადა, რომ Tomahawk-ის ტიპის რაკეტების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობას ამ ეტაპზე არ განიხილავს.
მანამდე CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პენტაგონმა უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის რაკეტების მიწოდება დათანხმდა, თუმცა მათი განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილება დონალდ ტრამპი მისაღებია.