კოსტრომის ოლქის ქალაქ ვოლგორეჩენსკში ღამით აფეთქებები მოხდა - დრონებმა იერიში მიიტანეს კოსტრომის ელექტროსადგურზე, რომელიც სიმძლავრის მხრივ, რუსეთში მესამეა.
ინფორმაციას ტელეგრამ-არხი Astra ავრცელებს.
დამოუკიდებელი რუსული გამოცემის ცნობით, 6 ნოემბრის ღამეს კოსტრომის ოლქის ელექტროსადგურზე დრონებით თავდაესხმა განხორციელდა.
ვოლგორეჩენსკის მაცხოვრებლებმა რამდენიმე ძლიერი აფეთქებისა და ელექტროსადგურის თავზე ცეცხლოვანი ნათების შესახებ განაცხადეს. სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ფოტოები და ვიდეოები ელექტროსადგურის მახლობლად მომხდარ აფეთქებებს ადასტურებს.
კოსტრომის ოლქის გუბერნატორმა სერგეი სიტნიკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა „უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმა მოიგერიეს“.
მისი თქმით, აფეთქებებს „ენერგოინფრასტრუქტურის ობიექტებზე შედეგები მოჰყვა“, თუმცა რეგიონში ელექტრომომარაგება არ შეფერხებულა.
კოსტრომის ელექტროსადგური მდებარეობს მდინარე ვოლგის მარჯვენა სანაპიროზე, ვოლგორეჩენსკში, მოსკოვიდან 350 კილომეტრში.
სადგურის მთლიანი სიმძლავრე დაახლოებით 3,600 მეგავატია და ის რუსეთის ენერგეტიკული სისტემის ერთ-ერთ მთავარო ელექტროსადგურია. ამასთან, ის შედგება 300–1200 მეგავატის სიმძლავრის რამდენიმე ენერგობლოკისგან.