5 ნოემბერს, აშშ-ის საჰაერო ძალების გლობალური დარტყმების სარდლობამ კალიფორნიაში, ვანდენბერგის საჰაერო ძალების ბაზიდან კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა Minuteman III-ის ტიპის შეუიარაღებელი გაშვება განახორციელა.
ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის საჰაერო ძალების გლობალური დარტყმების სარდლობა ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩატარებული ტესტირება კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების სისტემის ამჟამინდელი საიმედოობის, საბრძოლო მზადყოფნისა და სიზუსტის შეფასებას ისახავდა მიზნად.
„ტესტირების დროს შეგროვებული მონაცემები ფასდაუდებელია ინტერკონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების (ICBM) იარაღის სისტემის უწყვეტი საიმედოობისა და სიზუსტის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა 576-ე საფრენოსნო-სატესტო ესკადრილიის მეთაურმა, ლეიტენანტ-პოლკოვნიკმა კარი რეიმ.
როგორც აღინიშნა, ეს გაშვება რუტინული და პერიოდული ღონისძიებების სერიის ნაწილია, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია Minuteman III-ის შესაძლებლობების შეფასებისთვის.
შეგახსებევთ, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პენტაგონს მისცა დავალება, „დაუყოვნებლივ დაიწყოს შეერთებული შტატების ბირთვული იარაღის გამოცდა“.