სამშაბათს საღამოს, ლუისვილის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენისას კომპანია, UPS-ის სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა.
კატასტროფამ მასშტაბური ხანძარი და კვამლის უზარმაზარი ღრუბელი გამოიწვია, რის შემდეგაც ხელისუფლებამ რამდენიმე მილის რადიუსში მყოფ მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა.
ამის შესახებ ABC News იუწყება.
თვითმფრინავი ჰავაის შტატის ქალაქ ჰონოლულუში, დენიელ კ. ინოუეს საერთაშორისო აეროპორტისკენ მიფრინავდა.
ბორტზე ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა. პოლიციამ დაშავებულების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, თუმცა ზუსტი რიცხვი ჯერ არ დაუდასტურებია.
ABC News-ის წყაროების ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, ავიაკატასტროფის მიზეზი აფრენის დროს ძრავის გაუმართაობა მოხდა.