რუსული ტელეგრამ-არხის, Astra-ს ცნობით, რუსეთში, სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა.
სარატოვის მაცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ 3 ნოემბრის ღამეს ძლიერი აფეთქებების ხმა გაიგეს.
იგივე ვნობებს ავრცელებენ უკრაინული მედიასაშუალებებიც. მათივე ცნობით, AVT-6 ბლოკთან ხანძარი დაფიქსირდა.
„როსავიაციის“ ცნობით, სარატოვის აეროპორტში შეზღუდვები ექვს საათზე მეტხანს გაგრძელდა.
სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც რუსეთში ერთ-ერთი უძველესი საწარმოა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 16 ოქტომბერსაც, განახორციელეს თავდასხმა.
მედიის ცნობით, სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სპეციალიზირებულია ბენზინის, დიზელის საწვავის, მაზუთის, ასევე სხვადასხვა კლასის ბიტუმის, ვაკუუმური გაზის ზეთის, ტექნიკური გოგირდის და სხვა პროდუქტების წარმოებაზე. ის სულ 20-ზე მეტ სახეობის ნავთობპროდუქტს აწარმოებს.
საწარმო რუსეთის შეიარაღებული ძალების საჭიროებებს აკმაყოფილებს და არაერთხელ გამხდარა უკრაინის თავდაცვის ძალების სამიზნე.