ჩვენ სულ უფრო ხშირად ვიყენებთ არა მხოლოდ უკრაინულ დრონებს, არამედ ჩვენს საკუთარ რაკეტებსაც, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ში წერს.
„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მეომრებს რუსეთის წინააღმდეგ გრძელვადიანი სანქციებისთვის. ამ სანქციების მოქმედების არეალი ფართოვდება და ასევე ფართოვდება რუსეთის ომის მანქანის დანაკარგები. უფრო მეტიც, ჩვენ სულ უფრო ხშირად ვიყენებთ არა მხოლოდ უკრაინულ დრონებს, არამედ ჩვენს საკუთარ რაკეტებსაც. ისინი ძალიან კარგად მუშაობენ“, - წერს ზელენსკი.