ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ თეირანი თავის ბირთვულ ობიექტებს „უფრო დიდი ძალით“ აღადგენს. ამის შესახებ Reuters წერს.
ფეზეშქიანმა ეს კომენტარები ქვეყნის ატომური ენერგიის ორგანიზაციაში ვიზიტის დროს გააკეთა, როდესაც ის ირანის ბირთვული ინდუსტრიის ლიდერებს ხვდებოდა.
„შენობებისა და ქარხნების დანგრევა ჩვენთვის პრობლემებს არ შექმნის; ჩვენ მათ უფრო დიდი ძალით აღვადგენთ“, - განუცხადა ირანის პრეზიდენტმა სამთავრობო მედიას.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ქვეყანა არ ცდილობს ბირთვული იარაღის შეძენას.
„ეს ყველაფერი ხალხის პრობლემების გადასაჭრელად, დაავადებებთან საბრძოლველად, ადამიანების ჯანმრთელობისთვისაა განკუთვნილი“, - განაცხადა ფეზეშქიანმა ირანის ბირთვულ საქმიანობაზე საუბრისას.