30 ოქტომბერს უკრაინაზე დარტყმისთვის რუსეთმა 650-ზე მეტი დრონი და სხვადასხვა ტიპის ორმოცდაათზე მეტი რაკეტა აამოქმედა. ამის შესახებ უკრაინის პრეზოდენტი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენს ბევრ რეგიონში, რუსული თავდასხმის შემდეგ, საგანგებო და სამაშველო ოპერაციები გრძელდება. რთული კომბინირებული შეტევა: მტერმა გამოიყენა 650-ზე მეტი დრონი და სხვადასხვა ტიპის ორმოცდაათზე მეტი რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური და აერობალისტიკური.
ბევრი ჩამოაგდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ზოგიერთი დარტყმა [განხორციელდა].
ზაპოროჟიეში ჩვეულებრივი საცხოვრებელი შენობები დაზიანდა და საერთო საცხოვრებელი დაინგრა. დარტყმის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის ხუთი ბავშვი. სამწუხაროდ, ორი ადამიანი დაიღუპა.
ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს. სამაშველო სამუშაოები გრძელდება,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთმა დარტყმა მიაყენა ენერგეტიკულ სექტორს შემდეგ რეგიონებში: ვინიცის, კიევის, მიკოლაევის, ჩერკასის, პოლტავის, დნიპროს, ჩერნიჰივი, სუმის, ივანო-ფრანკოვსკის და ს
ზელენსკიმ საერთაშორისო პარტნიორებს შეახსენა რუსეთის ნავთობისა და გაზის მრეწველობასა და ფინანსებზე ახალი ზეწოლის და ომის სპონსორებისთვის დამატებითი სანქციების აუცილებლობის შესახებ.