რუსული მხარის განცხადებით, დრონებით შეტევის გამო ზოგიერთმა აეროპორტმა მუშაობა შეაერ, მათივე ონფორმაციით, მოსკოვის თავზე რამდენიმე დრონი ჩამოაგდეს.
რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, კი ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში აფეთქებები იყო.
მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის განცხადებით, გასულ ღამეს მოსკოვის თავზე სულ მცირე 7 დრონი ჩამოაგდეს.
„როსავიაციის“ წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთმა მოსკოვისა და სხვა ქალაქების აეროპორტებში ფრენები შეზღუდა. თუმცა, სავარაუდოდ, ახლა ყველა შეზღუდვა მოხსნილია.
ულიანოვსკის ოლქის ნოვოსპასკოეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა
ამავდროულად, რუსული ტელეგრამ-არხები რუსეთის ერთ-ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის შესახებ იუწყებიან.
კერძოდ, SHOT იუწყება, რომ ნოვოსპასკოეს გარეუბანში მაცხოვრებლებმა დაახლოებით ღამის 00:20 საათზე 5-8 აფეთქების ხმა გაიგეს.
ულიანოვის ოლქის გუბერნატორმა ალექსეი რუსკიხმა განაცხადა, რომ ნოვოსპასკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმა მოიგერიეს:
„დაშავებულები არ არიან. ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ,“ - წერს ის.
აფეთქებების ხმა მარი ელის რესპუბლიკაშიც ისმოდა.
ამასთან, Telegram-არხი Exilenova+ იუწყება, რომ მარიის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა განხორციელდა.
გარდა ამისა, Exilenova+ წერს შპს „სტავროლენზე“ (ბუდენოვსკი) თავდასხმის შესახებ, რომელიც სტავროპოლის ტერიტორიაზე მდებარეობს.
კომპანია ქიმიური პროდუქტების მსხვილი მწარმოებელია, კერძოდ, პოლიეთილენის, პოლიპროპილენის, ბენზოლის და სხვა ნავთობქიმიური პროდუქტების.