აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მალაიზიაში ჩასვლისას, აეროპორტში ადგილობრივების ცეკვას შეუერთდა.
აშშ-ის პრეზიდენტს ამერიკული დროშებითა და ტრადიციული მალაიზიური ცეკვებით დახვდნენ, ტრამპს, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) სამიტს ესწრება, აეროპორტში მალაიზიის პრემიერ-მინისტრი ანვარ იბრაჰიმთან ერთად საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.
ლიდერებს შორის ხანმოკლე საუბრის შემდეგ, პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვიტა, ადგილობრივებს ცეკვაში მცირე ხნით შეერთებოდა, რამაც მათი დიდი სიხარული გამოიწვია.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ტაილანდსა და კამბოჯას შორის კონფლიქტის მოგვარების შესახებ დეკლარაციის ხელმოწერა მალაიზიაში ჩასვლისთანავე მისი თანდასწრებით მოხდება. ტრამპი ასევე მონაწილეობას მიიღებს მალაიზიის პრემიერ-მინისტრ ანგარ იბრაჰიმთან მოლაპარაკებებში.
ასევე რეგიონში ვიზიტის ფარგლებში დონალდ ტრამპი სამხრეთ კორეულ ქალაქ ბუსანში “აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის” ქვეყნების სამიტისას ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს 30 ოქტომბერს შეხვდება.