26 ოქტომბრის ღამეს, 24 საათის განმავლობაში მეორედ, კიევი მტრის თავდასხმის ქვეშ მოექცა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 29 დაშავდა, მათ შორის 7 ბავშვი.
ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მაშველები დესნიანის რაიონში, სადაც ხანძარი გაჩნდა, უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგებს ებრძვიან.
ერთ-ერთ ლოკაციაზე, უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნამ 9-სართულიან საცხოვრებელ შენობაში ხანძარი გამოიწვია; ზედა სართულებიდან 13 ადამიანი გადაარჩინეს.
სხვა მისამართზე, უპილოტო საფრენი აპარატი 16-სართულიან შენობას შეეჯახა, რის შედეგადაც პირველიდან მეცხრე სართულამდე ფანჯრები ჩაიმსხვრა.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უპილოტო საფრენი აპარატი ობოლონის რაიონში მაღალსართულიან შენობას შეეჯახა.
თავდასხმის შედეგად 29 ადამიანი დაშავდა, მათ შორის შვიდი ბავშვი. ყველა დაშავებულებს სამედიცინო დახმარება უტარდება.