ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აზიის ტურნეს დროს მზად არის შეხვედეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს, თუ მას ამის სურვილი ექნება.
ამის შესახებ მან თვითმფრინავში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. იუწყება The Guardian
ტრამპმა, რომელმაც ვაშინგტონი პარასკევს, 24 ოქტომბერს დატოვა, ხუთდღიანი ტურნე მალაიზიაში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში დაიწყო.
ეს მისი პირველი ვიზიტია რეგიონში პრეზიდენტობის მეორე ვადაში. თანამდებობის დაკავების შემდეგ იანვარში ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა კიმ ჩენ ინს შეხვდეს.
„მე მზად ვარ ამის გასაკეთებლად. მე მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა“, - თქვა მან.
ტრამპმა ასევე კომენტარი გააკეთა ჩრდილოეთ კორეის მოთხოვნაზე, რომ ვაშინგტონთან დიალოგის წინაპირობად აღიარებულიყო ბირთვულ სახელმწიფოდ.
„ვფიქრობ, ის ერთგვარი ბირთვული ძალაა. მათ ბევრი ბირთვული იარაღი აქვთ. როდესაც ამბობთ, რომ ის ბირთვულ ძალად უნდა აღიარონ - ნუ, მათ ბევრი ბირთვული იარაღი აქვთ. ასევ ვეტყვი“ - აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.