25 ოქტომბრის ღამეს, რუსეთის ძალებმა დნიპროპეტროვსკის ოლქის დასახლებულ პუნქტებზე რაკეტებისა და დრონების გამოყენებით მასშტაბური იერიში მიიტანა.
ორი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა.
ინფორმაციას დნიპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვლადისლავ გაივანენკო ავრცელებს.
„მტერმა სინელნიკის რაიონს რაკეტებითა და დრონებით დაარტყა. დაზარალდა პეტროპავლოვის, მალომიხაილოვის და პოკროვის დასახლებები.
ორი ადამიანი დაიღუპა.
კიდევ შვიდი ადამიანი დაშავდა. ხანძარი გაჩნდა. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი, კერძო სახლი, დამხმარე შენობა, მაღაზია და მანქანა“, - წერს გაივანენკო.