ვანიჭებთ რა სახაროვის წლევანდელ პრემიას ანდჟეი პოჩობუტს ბელარუსიდან და მზია ამაღლობელს საქართველოდან, ჩვენ პატივისცემას გამოვხატავთ ორი ჟურნალისტის მიმართ, რომელთა გამბედაობა შუქურად ანათებს ყველასთვის, ვინც უარს ამბობს გაჩუმებაზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა, როდესაც სახაროვის პრემიის წლევანდელი გამარჯვებულები, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და ბელარუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი გამოაცხადა.
"ჩემთვის პრივილეგიაა გამოვაცხადო, რომ 2025 წლის სახაროვის პრიზი აზრის თავისუფლებისთვის გადაეცემა ანდრეი პოჩობუტის ბელარუსიდან და მზია ამაღლობელს საქართველოდან. ორივე ჟურნალისტი ახლა ციხეში იმყოფება ცრუ ბრალდებებით, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ პროფესიულ საქმეს აკეთებდნენ და საუბრობდნენ უსამართლობის შესახებ. სიმამაცემ ისინი აქცია სიმბოლოდ თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში. ეს სახლი მათ გვერდით დგას და მათთან ვინც აგრძელებს თავისუფლების მოთხოვნას", - განაცხადა მეცოლამ.