აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განმარტა, თუ რატომ გადაიდო უნგრეთში კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრა.
ტრამპის თქმით, მას არ სურს „უსარგებლო შეხვედრა“.
ტრამპმა ჟურნალისტების შეკითხვებს ოვალურ კაბინეტში უპასუხა.
ტრამპმა განაცხადა, რომ მას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება შეხვედრის შესახებ, რომლის გამართვაც უახლეს ხანებში ბუდაპეშტში სურდა.
„არ მსურს ჩემი დროის ფუჭად დაკარგვა,“ - თქვა მან.
ამერიკის პრეზიდენტის თქმით, პუტინთან შეხვედრის შესახებ გადაწყვეტილება მომდევნო ორი დღის განმავლობაში იქნება მიღებული.