უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შედეგებზე კომენტარი გააკეთა.
სიბიგას თქმით, „ძალას შეუძლია მშვიდობისთვის იმპულსის შექმნა“.
„აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და პუტინს შორის დღევანდელი სატელეფონო საუბარი აჩვენა, თუ როგორ აიძულა პუტინი Tomahawk-ის რაკეტების საკითხის განხილვამაც კი, ამერიკასთან დიალოგს დაბრუნებოდა.
დასკვნა ასეთია: ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გადამწყვეტი ქმედებები. ძალას ნამდვილად შეუძლია მშვიდობისთვის იმპულსის შექმნა.
რუსებს აღარ აქვთ არანაირი სტრატეგიული ინიციატივა. მათ ერთადერთი იარაღი აქვთ - ტერორი ჩვენი ენერგოსისტემის წინააღმდეგ და იმედი, რომ ზამთარი შესაძლოა გახდეს იარაღი, რომელიც მათ სასარგებლოდ იმოქმედებს.
სწორედ ამიტომ არის შემდგომი გადამწყვეტი გადაწყვეტილებები ასე მნიშვნელოვანი.
ეს გადაწყვეტილებები უზრუნველყოფენ, რომ პუტინს ილუზიები არ ჰქონდეს და იძულებული გახდეს ომის დასრულების გზები ეძებოს“, - წერს სიბიჰა.