აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტი ჩარლი კირკი სიკვდილის შემდეგ „თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით“ დააჯილდოვა. იუწყება The Guardian
ჯილდო ჩარლი კირკის ქვრივმა, ერიკამ მიიღო.
ტრამპმა კირკს „სიმართლისა და თავისუფლებისთვის მოწამე“ უწოდა და დასძინა, რომ აქტივისტის გარდაცვალებიდან ერთი თვის შემდეგაც კი, „კვლავ ვგრძნობთ მისი დაკარგვის საშინელ შოკსა და ტკივილს“.
„ჩვენ მის სახელს სამუდამოდ ვამატებთ ნამდვილი ამერიკელი გმირების მარადიულ სიაში. ის ნამდვილი ამერიკელი გმირია“, – განაცხადა ტრამპმა.
კირკის პატივსაცემად ცერემონია მისი 32-ე დაბადების დღეზე გაიმართა.
ტრამპი ისრაელსა და ეგვიპტეში ვიზიტის შემდეგ სამშაბათს დილით დაბრუნდა აშშ-ში, რათა ღონისძიებას დასწრებოდა.
კირკის ქვრივმა განაცხადა, რომ გარდაცვლილს შესაძლოა პრეზიდენტობაზე ეყარა კენჭი, 32 წლის დაბადების დღემდე რამდენიმე კვირით ადრე რომ არ მოეკლათ.
The Guardian აღნიშნავს, რომ თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი პირველად 1963 წელს გაიცა.
ლაურეატებს შორის არიან მსახიობი ოდრი ჰეპბერნი, ნობელის პრემიის ლაურეატი მილტონ ფრიდმანი, CBS-ის ჟურნალისტი უოლტერ კრონკაიტი და ლიბერალი აქტივისტი ედვარდ კენედი.
გამოცემა დასძენს, რომ ტრამპი ხშირად ანიჭებდა მას თავის მხარდამჭერებს, როგორიცაა რაშ ლიმბო, და გასულ თვეში
გამოცემა დასძენს, რომ ტრამპი ხშირად ანიჭებს მას თავის მხარდამჭერებს, როგორიცაა რაშ ლიმბო, და გასულ თვეში განაცხადა, რომ ჯილდოს მის ყოფილ პირად ადვოკატს, რუდი ჯულიანისავ გადასცემს.