უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოდესა სამხედრო ადმინისტრაციის სახით უფრო მეტ დაცვასა და მხარდაჭერას მიიღებს, რომლის ხელმძღვანელიც მალე დაინიშნება.
„დღეს სხდომას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვასილ მალიუკი დაესწრო. მადლობას ვუხდი სამსახურს უკრაინის დაცვასა და რუსული სადაზვერვო ქსელების წინააღმდეგ ბრძოლაში გაწეული ძლიერი მუშაობისთვის.
ასევე განვიხილეთ ფრონტის ხაზზე მყოფ თემებსა და ჩვენი ქვეყნის სამხრეთში, განსაკუთრებით ოდესაში, არსებული ვითარება. ოდესა მეტ დაცვასა და მხარდაჭერას იმსახურებს. ეს შეიძლება სამხედრო ადმინისტრაციის მეშვეობით მოხდეს. ოდესაში უსაფრთხოების ძალიან ბევრი საკითხი დიდი ხნის განმავლობაში უპასუხოდ რჩებოდა.
ყველა ეფექტური გადაწყვეტილება მიღებული იქნება. სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უახლოეს დღეებში დავნიშნავ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვის დროს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ზელენსკიმ ოდესის მერს, გენადი ტრუხანოვს, უკრაინის მოქალაქეობა შეუწყვიტა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ტრუხანოვს რუსული პასპორტი აქვს.