17 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლებს, რათა განიხილონ კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინის მოლაპარაკებებზე დათანხმებისგზები. შეხვედრაზე ასევე განიხილავენ მათ შორის კიევისთვის ამერიკული Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდების შესაძლებლობის საკითხს.
ეს შეხვედრა ზელენსკისთვის თეთრ სახლში მესამე იქნება მას შემდეგ, რაც ტრამპი მეორე ვადიტ პრეზიდენტობას შეუდგა.
Financial Times წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპი განიხილავს უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი Tomahawk-ის ტიპის რაკეტების მიყიდვას, თუმცა ტრამპს სურს მეტი ინფორმაცია მიიღოს იმის შესახებ, თუ როგორ გეგმავს კიევი მათ გამოყენებას.
თუმცა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მაშინაც კი, თუ აშშ დათანხმდება უკრაინისთვის ამ ტიპის შეიარაღების გადაცემას, მას შეეძლება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის Tomahawk-ის რაკეტების გამოყოფა - 20-დან 50-მდე - რაც „ომის დინამიკას ფუნდამენტურად არ შეცვლის, მიუხედავად იმისა, რომ მათ მართლაც შეუძლიათ გაზარდონ უკრაინული შორ მანძილზე მოქმედი დრონებისა და რაკეტების დარტყმები.
უფრო მეტიც, ზაფხულის ბოლოდან მოყოლებული, ამერიკული სადაზვერვო სააგენტოები ჩუმად ეხმარებიან უკრაინას რუსეთის სიღრმეში ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების მიტანაში დრონებისა და რაკეტების გამოყენებით.