ჩვენ ვნახეთ, რომ შაბათს ჩატარებული არჩევნები აღნიშნებოდა ინტენსიური რეპრესიებით მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, ოპოზიციურ პარტიებზე. ვნახეთ ასევე დაბალი აქტივობა, ასევე იყო აღნიშნული ბოიკოტი ოპოზიციის ნაწილის მხრიდან. საქართველოს ხელისუფლებამ დროულად არ მიიწვია საერთაშორისო დამკვირვებლები ეუთო/ოდირიდან. ამ ყველაფერმა ძირი გამოუთხარა დემოკრატიული პროცესის გამჭრვივალობას და სანდოობას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ეწევა რუსული სახელმძღვანელოდან აღებულ პროპაგანდას, როდესაც საქმე ეხება დეზინფორმაციასა და ელჩზე თავდასხმას.
"ჩვენ ვნახეთ, რომ შაბათს ჩატარებული არჩევნები აღნიშნებოდა ინტენსიური რეპრესიებით მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, ოპოზიციურ პარტიებზე. ვნახეთ ასევე დაბალი აქტივობა, ასევე იყო აღნიშნული ბოიკოტი ოპოზიციის ნაწილის მხრიდან. საქართველოს ხელისუფლებამ დროულად არ მიიწვია საერთაშორისო დამკვირვებლები ეუთო/ოდირიდან. ამ ყველაფერმა ძირი გამოუთხარა დემოკრატიული პროცესის გამჭრვივალობას და სანდოობას. ასევე ვნახეთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ეწევა რუსული სახელმძღვანელოდან აღებულ პროპაგანდას, როდესაც საქმე ეხება დეზინფორმაციას და ჩვენს ელჩზე თავდასხმას, რომელსაც აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა. ვგმობთ ნებისმიერი სახის ძალადობას ორივე მხრიდან. ევროკავშირი ყოველთვის გამოდის მოწოდებით, რომ პროტესტი და დემონსტრაცია მშვიდობიანი უნდა იყოს, რადგან ეს არის ხალხის უფლება როგორც ასეთი, და ვგმობთ ძალადობის ნებისმიერ ფორმას", - თქვა მან.