უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი გაზის იმპორტს ახორციელებს და ეს არის უსაფრთხოების სამსახურის, შეიარაღებული ძალების, დაზვერვისა და უკრაინელი იარაღის მწარმოებლების შედეგი.
“დღეს ანგარიშები იყო რუსეთის ობიექტებზე ჩვენს საკმაოდ სამართლიან დარტყმებზეც - მათ ლოგისტიკაზე, საწვავის კომპლექსზე. მადლიერი ვარ ჩვენი ჯარისკაცების მათი სიზუსტისთვის. რუსეთი ომს ირჩევს, რუსეთი ჩვენი ხალხის ცხოვრებას ანგრევს და ამისთვის პასუხი უნდა აგოს - ჩვენი მოქმედების რადიუსი გაიზრდება. რუსეთი ბენზინის იმპორტს ახდენს, თან სხვადასხვა გეოგრაფიებში: აზიაშიც, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, და ევროპაშიც, კერძოდ ბელარუსიდან. ეს პუტინის ომის ერთ-ერთი შედეგია: ქვეყანა- ბენზინგასამართი სადგური არა ყიდის, არამედ ბენზინის იმპორტს ახდენს. ეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, ჩვენი შეიარაღებული ძალების, ჩვენი დაზვერვისა და იარაღის უკრაინელი მწარმოებლების სწორი შედეგებია”, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ დასძინა, რომ უკრაინა პარტნიორებთან ერთად ამზადებს პროექტებს იარაღის ერთობლივი წარმოებისთვის და ახალ სანქციებს.
„ჩვენ ვამზადებთ სანქციებთან დაკავშირებულ რამდენიმე ახალ გადაწყვეტილებას. ეს მოიცავს ჩვენი ვადაგასული სანქციების გახანგრძლივებას და ახალის შემოღებას, განსაკუთრებით რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიებისა და ფიზიკური პირების წინააღმდეგ. ჩვენს სანქციებს ჩვენი პარტნიორების სანქციებთან გავაერთიანებთ და რუსეთზე ზეწოლა მხოლოდ გაიზრდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.